მთვარის კალენდარი: 17 ივნისი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.
Sputnik

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

17 ივნისი, ოთხშაბათი. ამ დღეს მერკური მართავს. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია.

მთვარე კუროს ნიშანში – ესაა მატერიალური სტაბილურობის, სიმტკიცისა და გულმოდგინების ნიშანი, ამიტომ ყველაზე ხელსაყრელი დღეა სხვადასხვაგვარი ფინანსური ოპერაციების ჩატარებისა და გარიგებების დასადებად. კარგი დღეა ფასიან ქაღალდებში ინვესტიციების ჩადებისთვის, უძრავი ქონებისა და ზოგადად, ქონების საკითხებთან დაკავშირებული საქმეებისთვის.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით

თმის შეჭრა, შეღებვა: კუროს გავლენით თმის ზოგადი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. არ ღირს ამ დღეს დაგეგმილი თმის შეჭრის გადადება. ახალი ვარცხნილობა, ახალი დადებითი ემოციების გარდა, თმას ძალასა და ენერგიას მიანიჭებს. გარეგნობა კარდინალურად შეიცვლება უკეთესობისკენ.

მებაღეობა: მთვარე კუროს ნიშანში ძალზე ნაყოფიერი, მაღალპროდუქტიული ნიშანია. ამ ნიშანში დათესილი ან დარგული მცენარე უხვ მოსავალს გვპირდება. ნაყოფი დიდხანს ინახება. ხელსაყრელი დღეა ნიადაგის გაფხვიერებისთვის, ოღონდ ფესვებს უნდა მოუფრთხილდეთ, რომ არ დაზიანდეს, მორწყვისთვის, გასხვლისთვის, დაავადებებისა და მავნებლებისგან დამუშავებისთვის. დეტალურად იხილეთ აქ.