გლდანში ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა

ქალს გზაზე BMW-ს მარკის ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულია შსს-ს თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. გლდანში, ქერჩის ქუჩაზე ფეხით მოსიარულე ადამიანს ავტომობილი შეეჯახა. BMW-ს მარკის ავტომობილის შეჯახების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ადგილზე მობილიზებულია შსს-ს თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.