მსოფლიო დღეს

ფხენიანი სეულს „ცეცხლის ზღვით“ ემუქრება: ორ კორეას შორის დაძაბულობა იზრდება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის და კიმ იო ჩჟონი აცხადებს, რომ სამხრეთ კორეის ხელისუფლებას ისღა დარჩენია, „ინანოს და ინაღვლოს“. ამის პარალელურად კი ვრცელდება ორი კორეის ერთობლივი ოფისის აფეთქების ახლოდან გადაღებული ვიდეოკადრები.
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ფხენიანს შეუძლია გაიხსენოს იდეა სეულის „ცეცხლის ზღვად“ გადაქცევის შესახებ, თუ სამხრეთ კორეა კვლავაც განაგრძობს ჩრდილოეთ კორეისთვის კავშირის ერთობლივი ოფისის განადგურების დაბრალებას, იუწყება კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო (KCNA).

„თუ [სამხრეთ კორეის ხელისუფლებას] ენაზე კბილის დაჭერა არ შეუძლია, მაშინ ამის პასუხად ჩვენ შეგვიძლია კვლავ გავიხსენოთ დიდი ხნის წინ მივიწყებული იდეა სეულის „ცეცხლის ზღვად“ გადაქცევის შესახებ“, — წერს KCNA.

სააგენტოს აზრით, სამხრეთ კორეის მიერ გუშინ გახმოვანებული პოზიცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ ფჰანმუნჩჟომის დეკლარაცია დაარღვია და ცალმხრივად გაწყვიტა შეთანხმება, შეგნებული სიცრუეა. 

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთთან კავშირის ერთობლივი ოფისი ააფეთქა – ვრცელდება ვიდეო

KCNA წერს, რომ სამხრეთ კორეა ღიად ახორციელებდა სხვადასხვა სახის „მტრულ აქტებს“, მათ შორის, „ჩრდილოეთთან ომის რეპეტიციას“ და აქამდე სისტემატურად არღვევდა ორ კორეას შორის გაფორმებულ შეთანხმებებს, თუმცა ამ ყველაფერში ჩრდილოეთს ადანაშულებდა. 

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების აზრით, სამხრეთ კორეამ „ვაშინგტონის მონობის ყულფში გაყო თავი“, მართავს რა კონსულტაციებს თითოეულ გადაწყვეტილებაზე აშშ-თან და ამასთან ერთობლივ სწავლებებსაც ატარებს. 

ვითარება დაიძაბა: ჩრდილოეთი კორეა დემილიტარიზებულ ზონაში არმიის შეყვანას აპირებს>>

როგორც ჩრდილოეთ კორეის ლიდერის და კიმ იო ჩჟონი აცხადებს, ახლა სამხრეთ კორეის ხელისუფლება ვეღარ შეძლებს რაიმე სახის საქმის წარმოებას ჩრდილოეთთან და სეულს ისღა დარჩენია, „ინანოს და ინაღვლოს“. 

​მანამდე მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფხენიანმა ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე არსებულ ქესონის საწარმოო კომპლექსის მიდამოებში ორ კორეას შორის კავშირის ერთობლივი ოფისი ააფეთქა. მოგვიანებით ჩრდილოეთ კორეამ დაადასტურა, რომ საკოორდინაციო ბიურო სრულად განადგურდა.