მიმოხილვა: ანტიტორპედო – რუსული ფრეგატების უნიკალური თავდაცვა

რუსეთში გემთმშენებლობის საქმე აღორძინების გზაზეა, რასაც ნატოს გაატიურებაც უწყობს ხელს. ქვეყნის ინტერესების დასაცავად მსოფლიო ოკეანეში სარაკეტო ხომალდები იგება.
Sputnik

ალექსანდრ ხროლენკო

პროექტ 22350-ის პირველმა სერიულმა ფრეგატმა „ფლოტის ადმირალი კასატონოვი“ ღირსეულად დაასრულა გამოცდა ჩრდილოეთისა და ბალტიის ფლოტებში და რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის შემადგენლობაში 2020 წლის ივლისის დასაწყისში შევა. ამ პროექტის სარაკეტო უჩინარი ხომალდების გამოჩენა ფლოტის შესაძლებლობებში მნიშვნელოვან ნახტომს ნიშნავს. 

მოსაზრება: რით სჯობს „ტრიუმფი“ Patriot-სა და Eurosam-ს

ფრეგატი აღჭურვილია 16 ფრთოსანი რაკეტით „ონიქსი“ ან „კალიბრ-НК“, რომლებსაც აქვთ უნარი, თანაბარი წარმატებით „იმუშაონ“ მოწინააღმდეგის ხომალდებზეც და სანაპირო ზონაზეც. ბორტზე ასევე არის საზენიტო კომპლექსი „რედუტი“, 130 მმ-იანი საარტილერიო დანადგარი А-192, ნავსაწინააღმდეგო მოიერიშე კომპლექსი „პაკეტი-НК“ და ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენი Ка-27. კორპუსი აგებულია გარჩევადობის შემცირების ტექნოლოგიის გამოყენებით და სავარაუდო მოწინააღმდეგეს გაუჭირდება ხომალდის აღმოჩენა რადარებით.

„ადმირალ კასატონოვის“ დანიშნულებაა წყალზედა და წყალქვეშა ხომალდების აღმოჩენა–განადგურება, გემებისა და ხომალდების ჰაერსაწინააღმდეგო, რაკეტსაწინააღმდეგო და ნავსაწინააღმდეგო თავდაცვა, საზღვაო დესანტებთან ერთობლივი მოქმედება, სამოქალაქო ხომალდებისა და საწარმოო ობიექტების დაცვა. გემის წყალწყვა 5 ათასი ტონაა, სიგრძე – 135 მეტრი, სიგანე — 16 მეტრი, სიჩქარე — 30 კვანძი, ცურვის სიშორე – 4 500 მილი, ავტონომიურობა – 30 დღე-ღამე, ეკიპაჟი — 17 კაცი.

მოსაზრება: რატომ არის „Т-15 არმატა“ მსოფლიოში საუკეთესო

უნიკალური შეიარაღება

სახელმწიფო გამოცდისას შემოწმდა „ადმირალ კასატონოვის“ ყველა საპროექტო მახასიათებელი: ხომალდის მექანიზმების, რადარების სისტემების, საბორტო შეიარაღებისა და ატომსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობა. ერთ-ერთ ეტაპზე ფრეგატს სასწავლო ტორპედო ესროლეს, რა დროსაც „ადმირალმა კასატონოვმა“ წარმატებით გამოიყენა „პაკეტ-НК“-ს ანტიტორპედო. 

ხომალდების წყალქვეშა თავდაცვის სისტემას ანალოგი არ აქვს მსოფლიოში. კომპლექს „პაკეტ-НК“-ს სისტემა წყალქვეშ მოძრაობს დაახლოებით 50 კმ/სთ სიჩქარით. სამიზნის დაზიანების სიზუსტეს უზრუნველყოფს ანტიტორპედოს ინერციული სისტემა და აკუსტიკური აქტიურ–პასიური თვითდამიზნების სისტემა.

მოსაზრება: პენტაგონის მანევრები პოლონეთში და ნატოს სწავლებები ბალტიის ზღვაში

ნავსაწინააღმდეგო კომპლექსი „პაკეტ-НК“-ს დანიშნულებაა წყალქვეშა ნავებისა და ტორპედოების განადგურება ხომალდის უახლოეს ზონაში. შედგება მართვის სისტემის, სპეციალიზებული ჰიდროაკუსტიკური დამიზნების სადგურის, გამშვები დანადგარებისა და ყველაზე მცირეგაბარიტიანი ტორპედოებისგან. „პაკეტს“ აქვს უნარი, ავტონომიურად ან სახომალდო კონტურის შემადგენლობაში ავტომატურ რეჟიმში უზრუნველყოს დამიზნება სახომალდო ჰიდროაკუსტიკური კომპლექსებისა და სადგურების მეშვეობით.

შემტევი ხომალდების ტორპედოების ავტონომიური აღმოჩენა, პარამეტრების კლასიფიკაცია და განსაზღვრა თავდაცვის ორმაგ სიმტკიცეს უზრუნველყოფს.

განამტკიცებს რა ნავსაწინააღმდეგო თავდაცვას, უნიკალური კომპლექსი მნიშვნელოვნად ამაღლებს ხომალდის გამძლეობას. ეს შეიარაღების პრინციპულად ახალი სისტემაა.

რუსეთმა უახლესი ჰაუბიცის გამოცდა დაიწყო: უფრო მობილური და მძლავრი

რუსეთის სამხედრო ფლოტის ანდრიას დროშის აღმართვამდე დათვლილი დღეები რჩება, მერე კი მძლავრ და ლამაზ ხომალდს ათეული წლების განმავლობაში დაძაბული სამსახური ელის.

„ადმირალ კასატონოვის“ ბედი სასიკეთოდ ვითარდება. ფრეგატი საკმაოდ სწრაფად აიგო. წყალში ჩაშვების საზეიმო ცერემონია 2014 წლის 12 დეკემბერს შედგა — ადმირალ ვლადიმირ კასატონოვის ვაჟის, ასევე ადმირალ იგორ კასატონოვის თანდასწრებით. ასეთი წარმატება ყველა ხომალდს როდი ხვდება წილად.