ხანძარი ვარკეთილის ბაზრობაზე ლოკალიზებულია: ბოლო ინფორმაცია

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ბაზრობაზე ხანძრის შესახებ შეტყობინება 22:16 საათზე შევიდა. მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება საკმაოდ სწრაფად შეძლეს
Sputnik

თბილისი, 15 ივნისი - Sputnik. ვარკეთილში ე.წ. „თათრების ბაზრობაზე“ ხანძარი ლოკალიზებულია. ამჟამად მეხანძრეები ცალკეულ კერებს აქრობენ, განაცხადა ადგილზე მისულმა თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა.

ხანძარი ვარკეთილის ბაზრობაზე ლოკალიზებულია: ბოლო ინფორმაცია

„ხანძარი იყო გავრცელებული 1000-დან 15000 კვ. მეტრ ტერიტორიაზე. ხანძარი ლოკალიზებულია. საშიშროება იმისა, რომ გავრცელდეს გაზგასამართ სადგურზე, ან კორპუსზე არის აღმოფხვრილი. ამისათვის მადლობა მაშველ-მეხანძრეებს. ყველაფერი კონტროლს ქვეშაა. ყველა მობილიზებულია - მაშველებიც, მეხანძრეებიც“, - აღნიშნა ელოშვილმა.

ხანძარი ვარკეთილის ბაზრობაზე ლოკალიზებულია: ბოლო ინფორმაცია

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხანძრის შედეგად მსხვერპლი არ არის, დაადასტურა თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად მსუბუქად დაშავდა, პოლიციის ერთი თანამშრომელი, ხოლო ერთი მოქალაქე გადაიყვანეს საავადმყოფოში. პოლიციელმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.

ხანძარი ვარკეთილის ბაზრობაზე ლოკალიზებულია: ბოლო ინფორმაცია

ტერიტორიის პერიმეტრი გადაკეტილია, ირგვლივ მიმდებარე კორპუსების მოსახლეობაა შეკრებილი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. სიტუაციას ართულებდა ის, რომ ხანძრის კერასთან ახლოს მდებარეობს ბენზინგასამართი სადგური. 

ვარკეთილის ბაზრობა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დროს არ მუშაობდა. მაღაზიების მფლობელებმა და მოვაჭრეებმა მუშაობის განახლება მხოლოდ ორი კვირის წინ შეძლეს.