ხუთი ნატურალური პროდუქტი, რომელიც წონის დაკლებაში და ცხიმების წვაში დაგეხმარებათ

ყველა ადამიანს, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს, აქვს სურვილი ებრძოლოს მას, მაგრამ ამას საკმაოდ დიდი ნებისყოფა და ცოდნა სჭირდება.
Sputnik

დამეთანხმებით, ქალების უმეტესობა ოცნებობს – მიირთმევდეს ყველაფერს, რაც მოსწონს და არ სუქდებოდეს. ძალიან ბევრი გემრიელი პროდუქტია, რომელიც ხელს უწყობს წონის კლებას და კალორიების წვას. ჩვენ შემოგთავაზებთ ხუთ ნატურალურ პროდუქტს, რომლებიც ცხიმების წვაში დაგხმარებათ. ამ პროდუქტების რაციონში შეტანის შემდეგ თქვენ შეძლებთ მიიღოთ სასურველი შედეგი და თავი უფრო მსუბუქად იგრძნოთ.

ხუთი ნატურალური პროდუქტი, რომელიც წონის დაკლებაში და ცხიმების წვაში დაგეხმარებათ

მწვანე ჩაი

მწვანე ჩაის ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. ამიტომ, ვინაიდან გასახდომ საშუალებებზე ვსაუბრობთ, ამ მხრივ გავამახვილებთ ყურადღებას.

მწვანე ჩაი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო გასახდომი საშუალებაა. შეიცავს EGCG ინგრედიენტს, რომელიც უზრუნველყოფს ცხიმის წვას. ამერიკული კვლევების თანახმად, მწვანე ჩაი ზრდის მეტაბოლიზმის დონეს და ანადგურებს ცხიმს ორგანიზმში. ამავე დროს აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს სტრესს და ზრდის გონებრივ შესაძლებლობებს.

მიუხდავად იმისა, რომ მწვანე ჩაის უამრავი დადებითი თვისება გააჩნია, მისი დიდი რაოდენობით მიღება არ არის სასურველი, რადგან კოფეინი აჩქარებს გულისცემას. ყოველდღიურად მიიღეთ მხოლოდ 2-3 ფინჯანი, რაც სავსებით საკმარისია მადის დასაქვეითებლად და ცხიმების დასაწვავად.

ხუთი ნატურალური პროდუქტი, რომელიც წონის დაკლებაში და ცხიმების წვაში დაგეხმარებათ

გრეიპფრუტი

გრეიპფრუტი არის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი, რომელიც წვავს კალორიებს და წარმატებით ებრძვის ჭარბ წონას. გრეიპფრუტის კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე 35 კკალორიაა. გრეიპფრუტი მდიდარია კალიუმით, ნატრიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, ფოსფორით. ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს რკინა, თუთია, სელენი, სპილენძი, ფტორი და სხვ. გრეიპფრუტში ყველაზე მეტი რაოდენობით С ვიტამინია.

როგორც კვლევებმა აჩვენა, ჭამის წინ ნახევარი გრეიპფრუტის მიღება საკმაოდ დიდ როლს თამაშობს წონის კლებაში. გრეიპფრუტი ხელს უწყობს ორგანიზმში შაქრის უტილიზაციას, რაც დადებით გავლენას ახდენს მეტაბოლიზმზე და, შესაბამისად, წონის კლებაზე.

სასურველი შედეგის მისაღწევად რაც შეიძლება ხშირად ჭამეთ ახალი გრეიპფრუტი თავისივე გარეთა თეთრი გარსით და დალიეთ ხშირად გრეიპფრუტის წვენი.

ხუთი ნატურალური პროდუქტი, რომელიც წონის დაკლებაში და ცხიმების წვაში დაგეხმარებათ

მოცვი

მოცვი ერთ-ერთი ხილია, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, მუცლის ქონის მტერია. მისი კალორიულობა 100 გრამზე 57 კკალორიაა.

მოცვი ორგანიზმში არსებულ ე.წ. „თეთრ“ ცხიმს გარდაქმნის „კრემისფერ“ ცხიმად, რომელიც კალორიების წვის პროცესში ორგანიზმიდან გამოიდევნება. მოცვი საკმაოდ ნოყიერი კენკრაა და კლავს შიმშილის გრძნობას. თუ მოცვის სეზონი არ არის, შეგიძლიათ მიიღოთ მშრალი მოცვის ნაყენიც, რომელიც მეტალობიზმს უწყობს ხელს და წონის დაკლებაში გეხმარებათ.

ხუთი ნატურალური პროდუქტი, რომელიც წონის დაკლებაში და ცხიმების წვაში დაგეხმარებათ

ჯანჯაფილი

წონის კლების საუკეთესო საშუალებაა ჯანჯაფილი. ის ამაღლებს ორგანიზმის ტემპერატურას და აჩქარებს მეტაბოლიზმს. ასეთი გზით ორგანიზმი უფრო აქტიურად წვავს კალორიებს. გარდა ამისა, ჯანჯაფილის გამოკვეთილი გემო თრგუნავს გემოვნების რეცეპტორებს, რის შედეგადაც მადა ქვეითდება და ადამიანთა უმეტესობა უფრო ნაკლებს ჭამს.

თუ წონაში დაკლება გსურთ, მიიღეთ ჯანჯაფილის ნაყენი. ნაყენის მიღება რეკომენდებულია დაიწყოთ მცირე პორციებით. პირველი დღე – 50 მლ, მეორე დღე – 100 მლ, მესამე დღეს – 150 მლ და ა.შ. აუცილებელია დააკვირდეთ თქვენს ორგანიზმს, თუ არ გაქვთ უსიამოვნო შეგრძნებები, დისკომფორტი, შეგიძლიათ მიიღოთ სრული პორცია. ნაყენი მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე, ასე ნაკლებს შეჭამთ, მადა შეგიმცირდებათ, მეტაბოლური პროცესები აჩქარდება და საკვები უკეთ გადამუშვდება. დღის განმავლობაში არ არის რეკომენდებული ორ ლიტრ ნაყენზე მეტის დალევა.

ხუთი ნატურალური პროდუქტი, რომელიც წონის დაკლებაში და ცხიმების წვაში დაგეხმარებათ

მწვანე ვაშლი

შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ დამერწმუნეთ, მწვანე ვაშლი ნამდვილად დაგეხმარებათ წონის კლებაში. მწვანე ვაშლი დიეტურ ბოჭკოებს შეიცავს, რომლებიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. ასევე გვეხმარება მადის კონტროლირებაში. მწვანე ვაშლი დაგანაყრებთ და ხელმეორედ ჭამას თავიდან აირიდებთ.

ყველაფერთან ერთად მწვანე ვაშლი ასტიმულირებს სასიცოცხლო ძალების მოზღვავებას. დიეტის დროს ის ენერგიის დიდი მუხტით აგავსებთ.

ერთი მწვანე ვაშლის მიღება ყოველდღიურად საკმარისია იმისთვის, რომ ცხიმებს მოსვენება არ მისცეთ.