მსოფლიო დღეს

უფრო გადამდები: პეკინში აფეთქებული ვირუსი უჩვეულოდ გამოიყურება

უჰანის უნივერსიტეტის პათოგენური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის ის შტამი, რომელმაც პეკინში იფეთქა, უჩვეულოდ გამოიყურება.
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. პეკინის საბითუმო ბაზარზე 13 ივნისს აღმოჩენილი კორონავირუსი შესაძლოა უფრო გადამდები იყოს, ვიდრე უჰანის ბაზარში აღმოჩენილი, რომელიც შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა, განუცხადა გაზეთ Global Times-ს უჰანის უნივერსიტეტის პათოგენური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იან ჩჟანცზიუმ. 

ჩინეთში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა: COVID-19 კვლავ გააქტიურდა

მისი თქმით, ამაზე მიანიშნებს ინფიცირებულთა დიდი რაოდენობა ძალიან მოკლე დროში. პეკინში ოთხ დღეში კორონავირუსული ინფექცია 106 კაცს გამოუვლინდა მაშინ, როდესაც უჰანში შესაბამისი რაოდენობის ადამიანი მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ დაავადდა.

„ტექნიკური შესაძლებლობების მიუხედავად, პეკინში დაავადებულთა რაოდენობა მაინც აჭარბებს მოსალოდნელს“, — აღნიშნა ექსპერტმა.

ჩჟანცზიუს თქმით, კორონავირუსის აფეთქება პეკინში, რომელიც ამჯერად უცხოეთიდანაა შეტანილი, უჩვეულოდ გამოიყურება. უჰანში ვირუსი ზამთარში გავრცელდა — სეზონზე, რომელიც ძალიან ხელსაყრელია ვირუსებისთვის, პეკინში კი მან ზაფხულში, ანუ ვირუსისთვის მეტად არახელსაყრელ გარემო პირობებში იფეთქა.

პროდუქტის გაძვირება დასჯადი ხდება: ქალაქის ხელისუფლებამ ფასების კონტროლი დაიწყო>>

ექსპერტის განმარტებით, თუ პეკინის შტამი უჰანურისგან მართლაც განსხვავდება, ეს გაართულებს ეფექტური ვაქცინის შექმნას.

პეკინში კორონავირუსის ახალი აფეთქების გამო სამხედრო რეჟიმია გამოცხადებული.