თურნავა: მოვუწოდებ ჩვენს თანამოქალაქეებს, დაუდექით ადგილობრივ ტურიზმს გვერდში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოში შიდა ტურიზმის გახსნაზე საუბრობს.
Sputnik
თურნავა: მოვუწოდებ ჩვენს თანამოქალაქეებს, დაუდექით ადგილობრივ ტურიზმს გვერდში
„შიდა ტურიზმის გახსნა იმის დასტურია, რომ ყველაფერი გავაკეთეთ სწორად, მივაღწიეთ უსაფრთხოების იმ ნიშნულს, რომელიც გვაძლევს საშუალებას, უსაფრთხოდ გავხსნათ შიდა ტურიზმი. მინდა მოვუწოდო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ აქტიურად ესტუმრონ საქართველოს კურორტებს, დაუდგნენ ადგილობრივ ტურიზმს გვერდში“, – ამბობს თურნავა.

მინისტრის თქმით, ამ ნაბიჯით ჩვენ გვერდში ვუდგებით ტურისტულ ინდუსტრიას და ეს არის სამოქალაქო სოლიდარობის აქტი.