ცაგარელი: ამ დღეს თუ სურვილებს ჩაიფიქრებთ...

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე საუბრობს და 21 ივნისის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
Sputnik
ცაგარელი: ამ დღეს თუ სურვილებს ჩაიფიქრებთ...
„ერთ-ერთი საუკეთესო კვირა გვაქვს, ოღონდ 20 რიცხვამდე. დედამიწა გადავიდა პოზიტიურ ენერგოველში თვის ბოლომდე, ამიტომ პოზიტიური შანსები გვექნება. თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ გავდივართ ე.წ. დაბნელებების დერეფანს 5 ივლისის ჩათვლით. შაბათ-კვირას ჩვენ გვაქვს მზის დაბნელება და ახალმთვარეობა ერთად. ამიტომ კვირამდე აქტიურად ვიმოქმედოთ, მაგრამ კვირას რაც შეიძლება ფრთხილად და წინდახედულად ვიყოთ“, – ამბობს მიხეილ ცაგარელი.

ასტროლოგის თქმით, კვირას, დილით არის მზის დაბნელება და ახალმთვარეობა ერთდროულად, ასევე საკრალური დღეა, რადგან 21 ივნისს ყველაზე გრძელი დღეა. ამ დღეს კარგია ლოცვა და სურვილების ჩათქმა.