მთავრობა: ინფორმაცია თბილისის ჩაკეტვის შესახებ დეზინფორმაციაა

საქართველოს მთავრობის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია 20 ივნისიდან თბილისის ჩაკეტვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ქვეყანაში არსებული ამჟამინდელი ეპიდსიტუაცია არ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ თბილისი ან რომელიმე სხვა ქალაქი ჩაიკეტება, იუწყება საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ვებგვერდი.

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

ინფორმაცია 20 ივნისს ქალაქ თბილისის ხელმეორე ჩაკეტვასთან დაკავშირებით სხვადასხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.

„ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს გარკვეული ჯგუფების მიერ საზოგადოების სიცრუეში შეყვანას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 879, დადასტურებული შემთხვევა , მათ შორის გამოჯანმრთელებული - 724 ხოლო გარდაცვლილი - 14 კარანტინის რეჟიმში იმყოფება  2710, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ  267 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა >>

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.  მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 ივნისიდან განახლდა შიდა ტურიზმი, სამგზავრო სარკინიგზო გადაზიდვები, შიდა ავიამიმოსვლა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვიზიტორებისთვის გაიხსნა დაცული ტერიტორიები და ნაკრძალები. ამის მიუხედავად, ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს მთელი რიგი შეზღუდვების. კარანტინის რეჟიმი კი დღემდე მოქმედებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – მუშევანსა და გეტაში.