ყვითელი ამბები

ქეთა თოფურიამ მოსკოვში შვილს გრანდიოზული დაბადების დღე გადაუხადა – ვიდეო

ქეთა თოფურიას ქალიშვილს 5 წელი შეუსრულდა. მომღერალმა შვილს მოსკოვში გრანდიოზული დაბადების დღე გადაუხადა.
Sputnik

რუსეთში მოღვაწე პოპულარულმა ქართველმა მომღერალმა ქეთა თოფურიამ თავისი ქალიშვილის ოლივია გეიხმანის დაბადების დღე, შარშანდელისგან განსხვავებით, კორონავირუსის პანდემიის გამო მოსკოვში აღნიშნა.

დღესასწაული ერთ-ერთმა კომპანიამ მოაწყო, რომელიც ბავშვთა ზეიმების ორგანიზებით არის დაკავებული, ამიტომ ამ დღეს ბავშვებს სხვადასხვა მულტფილმებისა და ზღაპრების გმირები ართობდნენ.

თოფურიამ დაბადების დღეზე დაპატიჟა თავისი ვარსკვლავური მეგობრები, რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები შვილებთან ერთად.

ოლივიას 5 წელი 15 ივნისს შეუსრულდა. ქეთა თოფურია და ლევ გეიხმანი 2013 წელს დაქორწინდნენ, მაგრამ ოთხი წლის შემდეგ, 2017 წელს დაშორდნენ.

აღსანიშნავია, რომ პატარა ოლივიას დაბადების დღის გადახდის ტრადიცია მომღერალს წყნეთში, საკუთარ ძვირადღირებულ ვილაზე ჰქონდა, თუმცა წელს ეს ტრადიცია დაირღვა.