დიდი ხანძარი ბაზრობაზე: როგორ იცავდნენ საკუთარ ქონებას მოვაჭრეები – ფოტო

Sputnik

ხანძარი ე.წ. „თათრების ბაზრობის“ ტერიტორიაზე გაჩნდა, მისი ლოკალიზება რამდენიმე საათში მოხერხდა. შემდეგ მეხანძრეები ცალკეული კერების ლიკვიდაციას შეუდგნენ. ხანძრის ჩაქრობაში მეხანძრე მაშველთა 13 ბრიგადა მონაწილეობდა.

1 / 14
ხანძარი და ბოლი ბაზრობის თავზე შორიდან ჩანდა
2 / 14
მომხდარის ადგილზე მომენტალურად მივიდნენ მეხანძრე-მაშველები და პოლიციელები, ასევე ბაზრობაზე მომუშავე ადამიანებიც
3 / 14
ხანძრის ქრობის დროს, სავაჭრო ობიექტების თანამშრომლები და მეპატრონეები საკუთარ საქონელს იცავდნენ განადგურებისგან
4 / 14
ნივთებს ცეცხლი თუ არა, წყალი დააზიანებდა
5 / 14
შემთხვევის ადგილზე ასევე მრავლად იყვნენ ქართული მედიის წარმომადგენლები, მაგრამ ბაზრობის დაცვამ და პოლიციამ ტერიტორია შემოსაზღვრა და სახიფათო ზონაში არავინ შეუშვა
6 / 14
ხანძრის ჩასაქრობად გამოიყენებოდა სპეცტექნიკა. აალებულ შენობას სპეციალური ქაფი და წყალი მიასხეს
7 / 14
ზოგიერთი სავაჭრო ობიექტის მეპატრონემ მაღაზიიდან საქონლის ნაწილის გატანა მოასწრო
8 / 14
ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე საათში მოხერხდა
9 / 14
შემდეგ მეხანძრე-მაშველებმა ცალკეული კერების ჩაქრობა დაიწყეს
10 / 14
ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი დგინდება
11 / 14
მათ, ვინც შეძლო საკუთარი საქონლის ნაწილის გადარჩენა, გაუმართლა
12 / 14
ხანძრის მიზეზებს მოკვლევა დაადგენს
13 / 14
თბილისში ბაზრობებზე ხანძარი ადრეც გაჩენილა, მაგრამ 2020 წელს ეს პირველი შემთხვევაა
14 / 14
მეხანძრეებისა და პოლიციის დროული ქმედებების წყალობით, ხანძრის გავრცელება შეჩერდა და მისი მალე ჩაქრობა მოხერხდა