მსოფლიო დღეს

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთთან კავშირის ერთობლივი ოფისი ააფეთქა – ვრცელდება ვიდეო

მანამდე ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დამ კიმ იო ჩჟონმა გააფრთხილა სამხერეთი კორეა, რომ ის მალე გახდებოდა „კავშირის უსარგებლო ერთობლივი ოფისის ტრაგიკული სცენის“ მოწმე.
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ჩრდილოეთ კორეამ ორ კორეას შორის კავშირის ოფისი ააფეთქა და სრულად გაანადგურა, იუწყება ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთისა და სამხრეთის კავშირის ერთობლივი ოფისი, ორი ქვეყნის ლიდერების შეთანხმების შესაბამისად, 2018 წელს გაიხსნა. ოფისი 2007 წელს აგებულ ოთხსართულიან შენობაში იყო განთავსებული. 

​სააგენტოს ცნობით, აფეთქება განხორციელდა „სახალხო რისხვის პასუხად, რომლებიც მოითხოვდნენ, რომ არამზადები და მათი მფარველები სასტიკად დასჯილიყვნენ“.

იმავე მიზეზით განადგურდა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის კავშირის ყველა ხაზიც. 

ვითარება დაიძაბა: ჩრდილოეთი კორეა დემილიტარიზებულ ზონაში არმიის შეყვანას აპირებს

აღნიშნულთან დაკავშირებით სამხრეთ კორეაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება გადაწყდა, რომელზეც შექმნილ კრიზისზე იმსჯელებენ.

მანამდე  ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის დამ კიმ იო ჩჟონმა გააფრთხილა სამხერეთ კორეა, რომ ის მალე გახდებოდა „კავშირის უსარგებლო ერთობლივი ოფისის ტრაგიკული სცენის“ მოწმე.

9 ივნისს ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ანტისამთავრობო პროკლამაციების გავრცელების პასუხად, რომლებიც სამხრეთიდან საჰაერო ბურთების მეშვეობით იგზავნებოდა, იმავე დღეს წყვეტდა სამხრეთ კორეასთან კავშირს. ფხენიანმა აღნიშნა, რომ „ორ კორეას შორის ურთიერთობებმა საბოლოო წერტილს მიაღწია“ და მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს.

მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმიის გენერალური შტაბი სამხრეთთან დემილიტარიზებულ ზონაში არმიის შეყვანის საკითხს განიხილავს.