ყვითელი ამბები

„13 წლის მე...“ – ნინი ნებიერიძე ბავშვობის ფოტოს აქვეყნებს – მოდელი ულამაზესია

ნინი ნებიერიძე ცოტა ხნის წინ 24 წლის გახდა. ის ბიზნესმენ თემურ უგულავაზეა დაქორწინებული, რომელიც მასზე 29 წლით უფროსია.
Sputnik

მოდელ ნინი ნებიერიძეს და ბიზნესმენ თემურ უგულავას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ. ნინი იზოლაციის პერიოდში ლოს-ანჯელესში ბავშვებთან ერთად იყო, ცოტა ხნის წინ კი ოჯახი თბილისში დაბრუნდა. მოდელი „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებდა ამერიკიდან ფოტოებს. წყვილის უმცროსი ქალიშვილი ტოკიო ორი წლის ამერიკაში გახდა. საკუთარ იუბილეს ამერიკაში შეხვდა ასევე თემურ უგულავაც.

მოდელი ნინი ნებიერიძე ცოტა ხნის წინ 24 წლის გახდა. მისი ბიზნესმენი მეუღლე თემურ უგულავა მასზე 29 წლით უფროსია. მათ რომანზე მათი ურთიერთობის დაწყების დღიდან ქალაქში ბევრს ჭორაობდნენ. საუბარი იყო მათ შორის დიდ ასაკობრივ სხვაობაზე, რომ მოდელი ბიზნესმენს ცოლობაზე ანგარების გამო დათანხმდა და ა.შ. მაგრამ, როგორც ჩანს, სიყვარული ნამდვილი აღმოჩნდა და ძლიერი.

ნინი ნებიერიძე და თემურ უგულავა უკვე 5 წელია ქორწინებაში არიან. მოდელი მილიონერის მესამე ცოლია. მანამდე უგულავა ქორწინებაში იყო ჯერ თეო ფერაძესთან და მასთან ორი შვილი ჰყავს, შემდეგ კი ბაია დავითაიასთან. ნინი ნებიერიძე სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პატარების ფოტოებს. მეგობრები კომენტარებში აღნიშნავენ, რომ ტოკიო ულამაზესი ბავშვია.

19 წლის ნინი ნებიერიძისა და 48 წლის თემურ უგულავას ქორწინების შესახებ საზოგადოებამ ნინის „ფეისბუქის“ გვერდიდან შეიტყო. ფოტო წარწერით „გავთხოვდი“ მოდელმა თავად გაავრცელა. ახლახან ნინიმ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ბავშვობის ფოტოები დადო. 13 წლის ასაკში მოდელი არაჩვეულებრივად გამოიყურება.