ზუგდიდში 12 წლის ბიჭი დაიხრჩო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Sputnik

თბილისი, 15 ივნისი - Sputnik. ზუგდიდში 12 წლის ბიჭი დაიხრჩო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა ე.წ. ვექტორის დასახლებასთან ახლოს მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდი, თანატოლებთან ერთად, თხრილში დაგუბებულ წყალში ბანაობდა, შემდეგ კი გაუჩინარდა. ძებნის შედეგად მისი ცხედარი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.