„სამჯერ ამიჩქარდა გული“ – ბიჭმა ჰკითხა, გაჰყვებოდა თუ არა ცოლად, ნახეთ რა ქნა გოგომ

სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც ქართველმა შეყვარებულმა ბიჭმა მის რჩეულს დაბადების დღეზე ორიგინალურად სთხოვა ხელი.
Sputnik

გოგონას, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ტატუს სპეციალისტია, მეგობრებმა სამუშაო ადგილზე მიაკითხეს. თავიდან მას ეგონა, რომ ეს ხალხი მისი დაბადების დღის გამო შეიკრიბა, თუმცა შეცდა.

აღმოჩნდა, რომ მისმა შეყვარებულმა ხელის თხოვნა ორიგინალურად ჩაიფიქრა და მანამდე მკლავზე ამოისვირინგა „გამომყვები ცოლად?“, რომელსაც ორი სავარაუდო პასუხი ჰქონდა – „კი“ და „არა“.

„ეს ღამე, რომელიც არასდროს დამავიწყდება. 5 წელია მე და გიო ერთად ვართ და ყოველთვის ყოველთვის ახერხებს ჩემს გაოცებას. ამ დღეს 3-ჯერ ამიჩქარდა გული უზომო ბედნიერებისგან“, – წერს გოგონა.

ტატუმასტერი ტატიანა მეგობრებს და საქმროს ყველაფრისთვის მადლობას უხდის.