ვარკეთილში შერეული საქონლის ბაზრობა იწვის - ვიდეო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის.
Sputnik

თბილისი, 15 ივნისი - Sputnik. ვარკეთილში მდებარე შერეულ ბაზრობაზე ჯიხურები იწვის, აცნობეს Sputnik-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

სიტუაციას ართულებს ის, რომ ხანძრის კერასთან ახლოს მდებარეობს ბენზინგასამართი სადგური. ტერიტორიის პერიმეტრი გადაკეტილია, ირგვლივ მიმდებარე კორპუსების მოსახლეობაა შეკრებილი. მოვაჭრეები თავისი საქონლის გადარჩენას ცდილობენ.

ვარკეთილში შერეული საქონლის ბაზრობა იწვის - ვიდეო

უწყების ცნობით, ხანძარი ბაზრობაზე ცოტა ხნის წინ გაჩნდა. საგანგებო სიტიაციების მართვის სამსახურში აღნიშნეს, რომ ცეცხლის ჩასაქრობად საჭირო გახდა დამატებითი ძალების მობილიზება და ისინი უკვე მიემართებიან შემთხვევის ადგილისკენ.

ადგილზე 15 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

ვარკეთილში შერეული საქონლის ბაზრობა იწვის - ვიდეო

ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი დაშავებულების შესახებ. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

ე.წ. „თათრების ბაზრობა“ მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ ახლოს მდებარეობს.