თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. რიკოთის გვირაბში ყველა სახის ავტომობილის გადაადგილება 16 ივნისს, 06:00-დან 12:00 საათამდე აიკრძალება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
რიკოთის გვირაბი რამდენიმე საათით საავტომობილო გზის სავალი ნაწილის დაზიანებული ადგილების ასფალტ-ბეტონით შევსების სამუშაოების წარმოების მიზნით იკეტება.
საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მშენებლობა გრძელდება>>
აღნიშნულ პერიოდში ავტომობილები შემოვლითი გზით ისარგებლებენ. ტრანსპორტის გადაადგილებას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.