მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთით სროლისას სამი ადამიანი დაიჭრა

დაჭრილები არიან როგორც პოლიციელები, ისე სამოქალაქო პირი. წინასწარი მონაცემებით, უცნობი ტაქსიდან ისროდა
Sputnik

თბილისი, 15 ივნისი - Sputnik. მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთით ორი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი დაჭრეს, იუწყება РИА Новости დედაქალაქის გადაუდებელი დახმარების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

ინციდენტი სასტუმრო „სალუტის“ მახლობლად, ლენინის გამზირზე მოხდა. წინასწარი მონაცემებით, ისროდნენ ტაქსიდან.

სააგენტოს თანამოსაუბრემ დააზუსტა, რომ ერთი პოლიციელი მძიმე მდგომარეობაშია.

შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები და გამომძიებლები იმყოფებიან.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელის სიცოცხლის ხელყოფის შესახებ“ მუხლით.