კახეთში 12 წლის გოგონა ავარიამ იმსხვერპლა

ისე მოხდა, რომ ამ ავბედით დღეს გოგონა დედასთან ერთად ბოლოჯერ მივიდა მშობლიურ სკოლაში - მას ჯიპის ტიპის მანქანა დაეჯახა.
Sputnik

თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში ავტოავარიის შედეგად 12 წლის გოგონა დაიღუპა.

ავარია მოხდა სკოლის წინ, სადაც გოგონა დედასთან ერთად წიგნების ჩასაბარებლად მივიდა. ტრაგიკული ინციდენტის დეტალების შესახებ „პირველი არხი“ იუწყება.

თვითმხილველების განცხადებით, ჯიპის ტიპის მანქანა გოგონას იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის გზაზე გადადიოდა.

ადგილზე პოლიცია და ექსპერტები მუშაობენ.

როგორც „Sputnik-საქართველოს“ შსს-ში აცნობეს, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.