„ევროვიზია - 2021“-ის ჩატარების თარიღი ცნობილია

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და პოპულარულ ვოკალურ კონკურსზე საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენს
Sputnik

თბილისი, 15 ივნისი - Sputnik. სიმღერის საერთაშორისო კონკურსმა „ევროვიზია“, რომლის 2020 წელს ჩატარებას კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა ხელი, 2021 წელს კონკურსის ჩატარების თარიღები გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია ღონისძიების ვებგვერდზე გავრცელდა.

დასახელდა კონკურს „ევროვიზია - 2021“-ს ჩატარების ადგილი

ნახევარფინალები 18 და 20 მაისს გაიმართება, ფინალი - 22 მაისს.

სიმღერის საერთაშორისო კონკურსი „ევროვიზია“ 2021 წელს როტერდამში Ahoy Arena-ზე გაიმართება. ღონისძიების წესებით, ამ წლის სიმღერები 2021 წელს არ შესრულდება. არტისტს, რომელიც გაემგზავრება კონკურსზე, მაუწყებლები შეარჩევენ.

მარტში კონკურსის ორგანიზატორებმა კორონავირუსის პანდემიის გამო კონკურსის გაუქმების შესახებ განაცხადეს. კონკურსი ნიდერლანდებში უნდა გამართულიყო. საქართველო კონკურსზე უნდა წარმოედგინა „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებულს, თორნიკე ყიფიანს სიმღერით Take Me As I Am („მიმიღე ისეთი, როგორც ვარ“). 16 მაისს სხვადასხვა ქვეყნის შემსრულებლების მონაწილეობით შედგა მუსიკალური შოუ Europe Shine a Light.

მომავალ წელს საქართველოს ისევ თორნიკე ყიფიანი წარადგენს.