ბაზრობის ტერიტორია შემოსაზღვრულია, გარშემო მიმდებარედ მცხოვრები ადამიანები შეიკრიბნენ. ხანძრის მიზეზებსა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სავაჭრო ობიექტების მეპატრონეები საკუთარი საქონლის გადარჩენას ცდილობენ. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ აალების ადგილთან ახლოს ბენზინგასამართი სადგურია. ხანძარი მეტრო ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა.