ყვითელი ამბები

„ახლა დასრულების დროა...“ – დიანა ტრაპაიძე ტელეკომპანიას ტოვებს

დიანა ტრაპაიძე იმ ჟურნალისტების ჯგუფს შეუერთდა, ვინც ბოლო დროს ტელეკომპანია დატოვა. მიზეზები ტრაპაიძემ სოციალურ ქსელში განმარტა.
Sputnik

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა დიანა ტრაპაიძემ „TV პირველი“ დატოვა. ინფორმაციას ჟურნალისტი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

დიანა ტრაპაიძე ამბობს, რომ „დღის ამბებს“ აღარ წაიყვანს, თუმცა ტელეკომპანიის გულშემატკივრად რჩება. მისი თქმით, ამ ეტაპზე არც ერთ კომპანიაში გადასვლას არ აპირებს.

აღსანიშნავია, რომ დიანა ტრაპაიძის მიერ ტელეკომპანიის დატოვების შესახებ ცნობა რამდენიმე დღის წინ გაჩნდა, თუმცა მან ინფორმაციას „ფეიკნიუსი“ უწოდა.

ეს ტელეკომპანია რამდენიმე დღის წინ წამყვანებმა ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმაც დატოვეს.

ინგა გრიგოლიამ TV PIRVELI-ს დირექტორის პოსტი დატოვა: ვინ გახდა ტელევიზიის ხელმძღვანელი

ამავე არხზე რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან ცნობილი ჟურნალისტი ინგა გრიგოლიაც გადადგა. გრიგოლია წერდა, რომ ბოლო პერიოდში მისი საქმიანი და ოჯახური ინტერესები ერთმანეთს შეეჯახა და ბევრ ადამიანს აწყენინა მწვავე რეპორტაჟების გამო, რადგან ტელევიზიაში გასული მასალები მათ სამსახურს ეხებოდა.

ტელევიზიის დამფუძნებელი ვატო წერეთელი მას სოციალურ ქსელშივე გამოეხმაურა და ინგა გრიგოლიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

აქვე გაირკვა, რომ ტელევიზიას თავად მისი დამფუძნებელი ვატო წერეთელი უხელმძღვანელებს.

ინგა გრიგოლიამ „TV პირველის“ დირექტორის პოსტი ოქტომბერში ჩაიბარა. მანამდე ამ თანამდებობას პაატა კაკაურიძე იკავებდა.