ყვითელი ამბები

„12 წელი ერთად...“ – ანუკი არეშიძეს და კახა კალაძეს ქორწინების იუბილე აქვთ – ფოტო

ანუკი არეშიძემ და კახა კალაძემ შარშან ამ დროს ჯვარიც დაიწერეს და უმცროსი შვილები მონათლეს. ნახეთ, რა ფოტოს აქვეყნებს იუბილესთან დაკავშირებით თბილისის მერი.
Sputnik

კალაძეების ოჯახზე საუბარი და მათი ოჯახის წევრების განხილვა არასდროს წყდება. კახა კალაძე საზოგადოებამ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობამდე სპორტით გაიცნო. ანუკის სოციალური ქსელის მიმდევრების დაინტრიგება არ უყვარს. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდის მანძილზე ყურადღების ცენტრში რამდენჯერმე მოხვდა.

თბილისის მერს კახა კალაძეს და ცნობილ დიზაინერს ანუკი არეშიძეს ქორწინების 12 წლის იუბილე აქვთ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „ინსტაგრამის“ ხელმომწერებს რომანტიკული ფოტოთი ამცნო. შარშან ამ დროს წყვილმა ქორწინება ეკლესიურადაც დააკანონა და გრემში ჯვარი დაიწერა.

ჯვრისწერის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ კახა კალაძის და ანუკი არეშიძის უმცროსი შვილები მონათლა.

წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო და მათ 2013 წელს იქორწინეს. ოჯახში პატარა ნიკოლას გარდა, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე დაიბადა, კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 12 წლის ლევანი, 7 წლის კახაბერი და 5 წლის ვაჩე.