თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. პეკინის მეზობლად მდებარე ქალაქ ბაოდინის უდიდეს აგრარულ საბითუმო ბაზარზე COVID-19-ის აფეთქების გამო სამხედრო მდგომარეობაა შემოღებული, იუწყება მასმედია ქალაქის მთავრობის საიტზე დაყრდნობით.
„ეპიდემიასთან ბრძოლის ოპერატიულმა შტაბმა გაავრცელა განცხადება სამხედრო მდგომარეობის სასწრაფოდ შემოღებისა და ომის მდგომარეობის რეჟიმის მექანიზმის ამოქმედების შესახებ ბაოდინში ეპიდემიის გავრცელების აღსაკვეთად“, — ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაოდინი, სადაც 11 მლნ კაცი ცხოვრობს, პეკინიდან 147 კმ-ით არის დაშორებული და ორ ქალაქს შორის ადამიანებისა და ტვირთების უკიდურესად დიდი რაოდენობით მოძრაობა არსებობს.
ცნობილი ხდება, რომ მანამდე, 13 ივნისს პეკინის რაიონ ფენტაიში დახურეს საბითუმო ბაზარი „სინფადი“, ვინაიდან იქ კორონავირუსი გამოვლინდა. ფენტაის რაიონში სასწრაფოდ ამოქმედდა სამხედრო რეჟიმი.
- როგორც დღეს პეკინის მთავრობის პრეს-მდივანმა განაცხადა, COVID-19-ის შემდგომი გავრცელების რისკი პეკინში ძალიან მაღალია.
ამ დროისათვის ტესტირება უკვე ჩაუტარდა 76 499 ადამიანს, საავადმყოფოებში 79 ადამიანია გადაყვანილი COVID-19-ის დიაგნოზით.