საქართველოში ერთ დღე-ღამეში COVID-19-ის 13 შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 703 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2795, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 252 პაციენტია. გარდაიცვალა 14 პაციენტი
Sputnik

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 864-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი, ნათქვამია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

კორონავირუსის მეორე ტალღა – როგორ მოვემზადოთ

ამგვარად, ერთ დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 795, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 252 პაციენტია.

გამოჯანმრთელდა 703 პაციენტი, 14 გარდაიცვალა. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. კარანტინზე რჩება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი - მუშევანი და გეტა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.