მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სამხრეთ ირანში 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ეპიცენტრი ირანის ქალაქ შირაზიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 224 კილომეტრში და ქალაქ გერაშიდან 67 კილომეტრში დასავლეთით 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
Sputnik

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. სამხრეთ ირანში 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC).

სეისმოლოგების მონაცემებით, ბიძგები ადგილობრივი დროით 22:36 საათზე დაფიქსირდა.

ეპიცენტრი ირანის ქალაქ შირაზიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 224 კილომეტრში და ქალაქ გერაშიდან 67 კილომეტრში დასავლეთით 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.