თბილისი, 14 ივნისი - Sputnik. ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა ლას-ვეგასში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ტურნირი UFC ON ESPN 10 მოიგო.
დვალიშვილმა ამერიკელი გუსტავო ლოპესი დაამარცხა.
დაპირისპირების სამი სრული რაუნდის შედეგად მსაჯებმა ერთხმად გამარჯვება ქართველ სპორტსმენს მიაკუთვნეს (30-25, 30-26, 30-26). დვალიშვილმა მეტოქეს ყველა პარამეტრით აჯობა - 110 ზუსტი დარტყმა 49-ის წინააღმდეგ და 13 „თეიქდაუნი“, როდესაც ლოპესს არცერთი არ ჩაუტარებია.
დვალიშვილისთვის, რომელსაც მეტსახელით THE MACHINE იცნობენ, ეს გამარჯვება ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე გახდა. ქართველის დებიუტი არც ისე წარმატებული იყო - ზედიზედ ორი წაგება, რომელთაგან ერთ-ერთი ვადამდელი იყო. თუმცა ამის შემდეგ დვალიშვილმა მსაჯების ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით სამი ორთაბრძოლის მოგება შეძლო.