აბასთუმნის ტყეში ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა

ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, რომლებმაც ხანძრის კერებისკენ 13 გაფრენა განახორციელეს
Sputnik

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. აბასთუმნის ტყეში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ცეცხლის ლოკალიზება მოხერხდა, ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ხანძრის შესახებ ინფორმაცია ცხელ ხაზზე 13 ივნისს დღის ორ საათზე შევიდა. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მთელი ღამის განმავლობაში კერების მონიტორინგი თერმული დრონით მიმდინარეობდა.

„ადგილზე მობილიზებული იყო ცოცხალი ძალა 65 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. პროცესში, ასევე, ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ვერტმფრენებმა სულ 13 გაფრენა განახორციელეს და ხანძრის კერებს 26 ტონა წყალი დაასხეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტყეში იწვოდა წიწვოვანი ტყის ქვედა საფარი და კუნძები.

ადგილზე მობილიზებული იყო სამცხე-ჯავახეთის რეგიონის და ქვემო ქართლის სამაშველო სამსახურების თანამშრომლები.