საბურთალოზე ხანძარი გაჩნდა

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამჟამად ადგილზე მეხანძრე-მაშველების ორი ბრიგადა მუშაობს
Sputnik

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. თბილისის გარეუბანში, ჯიქიას ქუჩაზე, ბუჩქნარს ცეცხლი უკიდია, იუწყება პირველი არხი.

ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია.  ადგილზე მეხანძრე-მაშველების ორი ბრიგადა მუშაობს.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.