აბასთუმანში ქართველმა მაშველებმა ტყის ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე საათში მოახერხეს - ფოტო

სამაშველო სამსახური სწრაფად მოქმედებდა: ადგილზე 65 მეხანძრის და სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენის მობილიზება მოხდა
Sputnik

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. აბასთუმნის წიწვოვან ტყეში მეხანძრეებმა რამდენიმე საათში ხანძრის ლოკალიზება მოახერხეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის Facebook-გვერდზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ აბასთუმანში, ტყის მასივში შეინიშნებოდა დაკვამლიანება.

მეხანძრეები გამოცხადდნენ ადგილზე და აღმოაჩინეს, რომ წიწვოვანი ტყე იწვის.

ადგილზე მობილიზებული იყო 65 მეხანძრე და სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი.

ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათში მოხერხდა. ახლა მეხანძრეები და ვერტმფრენები მის ლიკვიდაციაზე მუშაობენ.