COVID-19 - ბოლო ცნობები

ფაშინიანი: სომხეთში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა

პრემიერის თქმით, ქვეყნის კრიტიკულ პრობლემად რჩება მოქალაქეების მხრიდან ეპიდემიოლოგების მიერ დადგენილი წესების არშესრულება
Sputnik

თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა შაბათს განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა.

„გუშინ ჩვენ გვქონდა ახალი რეკორდი - 723 ახალი შემთხვევა. ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, 442 - გამოჯანმრთელდა“, - აცხადებს პრემიერი თავის ვიდეომიმართვაში Facebook-ზე.

სერბეთი სომხეთს სამედიცინო აღჭურვილობით დაეხმარება

პრემიერის თქმით, ქვეყნის კრიტიკულ პრობლემად რჩება მოქალაქეების მხრიდან ეპიდემიოლოგების მიერ დადგენილი წესების არშესრულება.

სომხეთში გასულ დღე-ღამეს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 723-ით გაიზარდა და 16 004-ს აღწევს, კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 16 მარტს გამოცხადდა და ის 13 ივლისამდე გაგრძელდა. საგანგებო მდგომარეობის პირობებში აკრძალულია შეკრებები და მიტინგები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ჯანმო-ს სტატისტიკით, COVID-19 7,4 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდგინდა, თითქმის 418 ათასი გარდაიცვალა.