თბილისის წყალდიდობა: ტრაგიკული ღამის ათი სიმბოლო ფოტოებში

Sputnik

უკვე მეხუთე წელია, თბილისელები ზაფხულის წვიმას შიშით ხვდებიან. 2015 წლის 13-14 ივნისის ღამით ქალაქმა საშინელი წყალდიდობა გადაიტანა. 

გადაუღებელმა წვიმამ წყნეთი-ბეთანიის გზაზე მთის ნაწილი ჩამოშალა და მდინარე ვერეში ჩაიტანა. წყლის დონემ იმდენად აიწია, რომ ნაპირებიდან გადმოვიდა და გზად ყველაფერი წალეკა - საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, ძაღლების თავშესაფარი, ქუჩები... 

იმ ღამით 21 ადამიანი დაიღუპა. 

1 / 10
ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დილა თბილისის ისტორიაში. იმ დღეს ბევრმა შეიტყო, რომ ახლობელი დაკარგა
2 / 10
პირველი დარტყმა. წყალდიდობამ ჯერ სვანიძის ქუჩას შეუტია. ხალხი უკვე დასაძინებლად ემზადებოდა, როდესაც წყალმა მომენტალურად დაფარა მათი სახლები
3 / 10
იმღამეს წყალი ბავშვის სათამაშოებივით ამსხვრევდა ადამიანების სიცოცხლეს
4 / 10
ზოოპარკი განადგურდა. ცხოველების ნაწილი დაიღუპა, ნაწილმა კი ვოლიერებიდან გაქცევით უშველა თავს და თბილისის ქუჩებში გაიჭრა
5 / 10
მერე კიდევ ბევრი დღის განმავლობაში პოულობდნენ ქუჩებში დაღუპულ ცხოველებსა და ადამიანებს
6 / 10
ყველა ცდილობდა სიცოცხლე გადაერჩინა - ადამიანებისა და ცხოველების ნაკვალევი ერთმანეთში ირეოდა
7 / 10
უბედურება აერთიანებს. საკუთარი დედაქალაქის გასაწმენდად უამრავი ადამიანი გამოვიდა - ჯერ კიდევ იყო იმედი, რომ ცოცხლად გადარჩენილებს იპოვიდნენ
8 / 10
ქანცგამოცლილი მაშველი - არა იმდენად დაღლილობისგან, რამენადაც სასოწარკვეთისგან
9 / 10
ქალაქმა მსხვერპლი ღირსეულად დაიტირა - 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა იმ ღამით სტიქიას
10 / 10
ბეჰემოთი ბეგი ღამით კოშმარს გაექცა ზოოპარკიდან, დილით კი მშვიდად სეირნობდა გმირთა მოედანზე. უბედურებით შეძრულ ხალხს გულწრფელად ეღიმებოდა მის დანახვაზე