თბილისში ხანძარს საცხოვრებელ სახლებში 15 სახანძრო ბრიგადა ებრძვის

მოსახლეობა დროულად გამოიყვანეს ორი ცეცხლმოკიდებული სახლიდან და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. მახალდიანის ქუჩაზე (ცენტრალურ ვაგზალთან ახლოს) 15 სახანძრო–სამაშველო ბრიგადა ცდილობს საცხოვრებელ სახლებზე მოდებული ხანძრის ჩაქრობას, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, მეხანძრეები აალების ყველა კერის ლიკვიდაციას ცდილობენ. ჯერ დადგენილი არ არის, რა ფართობი დაიწვა, ასევე, ხანძრის მიზეზი.

სახლების მცხოვრებლები დროულად იყვნენ ევაკუირებული და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილი.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრეს–სამსახურში აცხადებენ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.