საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები იზრდება

ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 697 ადამიანი, გარდაიცვალა – 13, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3213, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 303 პაციენტია.
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 837-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.   

ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 697 ადამიანი, გარდაიცვალა – 13, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3213, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 303 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.