მსოფლიო პანდემიისა და იზოლაციის ფონზე საკმაოდ განვითარდა ახალი ტექნოლოგიები და გაჯეტები, რომლებიც შორეულ მომავალთან ასოცირდებოდა.
საკვების მისაწოდებლად გამოიყენება უპილოტო კურიერები, სამედიცინო რობოტები და მონიტორინგის სენსორები უფრო და უფრო აქტიურად გამოიყენება ჩინეთში, ევროპასა და აშშ-ში.
იაპონელები აქტიურად იყენებენ რობოტებს ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა მომსახურებისთვის. ეს ყველაფერი დაავადებულებთან პერსონალის კონტაქტს ამცირებს, რაც პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.