მთვარის კალენდარი: 12 ივნისი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.
Sputnik

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

12 ივნისი, პარასკევი. ამ დღეს ვენერა მართავს. კლებადი მთვარე თევზების ნიშანშია.

რამდენადმე შემცირებულია გონებრივი კონცენტრაციის უნარი, წარმოსახვა ცნობიერების ილუზიების სამყაროში „ჩათრევას“ ცდილობს, ამიტომ ჭირს იმ საქმეების გაკეთება, რომლებიც კონკრეტიკას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, კარგად მიდის ფულის ინვესტირებასთან დაკავშირებული საქმეები, ასევე იურიდიული საკითხების გადაჭრა.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

ამ დღეს, სჯობს, დაისვენოთ, თავი ხელოვნებას მიუძღვნათ. კარგი დღეა საოჯახო საქმიანობისთვის, სახლის ძირფესვიანად დალაგებისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: არახელსაყრელი დღეა თმის შეჭრისა და შეღებვისთვის. არის საშიშროება, რომ დაზიანდეს თავის კანი, გაჩნდეს ქერტლი.

ასევე, შეღებვის ან ქიმიური დახვევის შემთხვევაში არის დიდი აბათობა, რომ დაზიანდეს თმა, გაიყოს ბოლოები.

კარგი დღეა თმის გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩასატარებლად – ვისაც დაზიანებული აქვს თმა და ასევე, პროფილაქტიკის მიზნით.

მებაღეობა: თევზები ძალზე პროდუქტიული ნიშანია, ის უზრუნველყოფს უხვ მოსავალს, მაგრამ მოსავალი ცუდად ინახება და სათესლედ არ გამოდგება. მცენარეს აქვს კარგი ფესვი, გემრიელი ნაყოფი.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივნისი>>

ამ დღეს სასურველია მცენარის მიწისზედა ნაწილთან მუშაობა, რადგან მცენარის მთელი ძალა ფესვებისკენაა მიმართული და მათი დაზიანება, შესაძლოა, მცენარისთვის ფატალური აღმოჩნდეს. კარგი დღეა სარეველასთან ბრძოლისთვის, ნიადაგის გაფხვიერებისთვის (სიფრთხილით, რომ არ დაზიანდეს ფესვი), სასუქის მიცემისთვის. სჯობს, მორწყვისგან თავი შეიკავოთ.