COVID-19 - ბოლო ცნობები

აზერბაიჯანში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 9 ათასს გადააჭარბა

გასულ დღე–ღამეში აზერბაიჯანში თანდართული დაავადებების გართულებისგან გარდაიცვალა ხუთი პაციენტი.
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 336 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.

იმპორტირებული COVID-19: ქუთაისის კლინიკაში აზერბაიჯანის მოქალაქე მოათავსეს

როგორც აზერბაიჯანის მთავრობასთან არსებულ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, გამოჯანმრთელდა 183 ადამიანი, ხოლო ხუთი არსებული დაავადებების გართულებისგან გარდაიცვალა.

თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსის 9218 ფაქტი გამოლინდა. აქედან მკურნალობა წარმატებით გაიარა 5113–მა ადამიანმა, გარდაიცვალა – 113.

ამჟამად კლინიკებში მკურნალობს 3992 ადამიანი.