ჯანაშიას ქუჩაზე უცხო ქვეყნის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, დღეს გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. თბილისში, ჯანაშიას ქუჩაზე ჩინეთის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ქართულ მასმედიაში ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 40 წლამდე ასაკისაა. ის ბინაში მარტო არ იმყოფებოდა.

„ვერ წარმოვიდგენდით, თუ ამის დაწერა მოგვიწევდა“ - ცნობილი მსახიობი გარდაცვლილი იპოვეს >>>

უცხო ქვეყნის მოქალაქე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და ბინის ქართველი მეპატრონე ადგილზე რამდენიმე წუთის წინ მივიდა. ადგილზე მიიყვანეს თარჯიმნებიც.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.