მსოფლიო დღეს

ბაიდენი ტრამპს სამხედრო გადატრიალებით დაემუქრა: ვრცელდება ვიდეოკადრები

აღსანიშნავია, რომ მაისის ბოლოს პოლიტოლოგიის პროფესორმა ჰელმუტ ნორპოტმა დონალდ ტრამპს არჩევნებში 91%-იანი ალბათობით გამარჯვება უწინასწარმეტყველა.
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. დონალდ ტრამპს სამხედრო გადატრიალება ემუქრება, თუ არჩევნების შედეგებს არ ცნობს, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან ჯოზეფ ბაიდენმა.

ეს განცხადება მან გადაცემა Comedy Central-ის ეთერში გააკეთა 11 ივნისს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ტელეჟურნალისტმა ტრევორ ნოიმ ჯო ბაიდენს ჰკითხა, რას მოიმოქმედებს, თუ ტრამპი არჩევნებში დამარცხდება, მაგრამ თეთრი სახლის დატოვებაზე უარს იტყვის. პასუხად ბაიდენმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში საქმეში სამხედროები ჩაერთვებიან.

„პირობას გაძლევთ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ძალიან სწრაფად მიაბრძანებენ ტრამპს თეთრი სახლიდან“, — ციტირებს ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის სიტყვებს CNN-ი. 
ბაიდენი Facebook-სგან ტრამპის წინააღმდეგ მოქმედებას მოითხოვს: სოციალური ქსელის პასუხი

აღსანიშნავია, რომ მაისის ბოლოს პოლიტოლოგიის პროფესორმა ჰელმუტ ნორპოტმა დონალდ ტრამპს არჩევნებში 91%-იანი ალბათობით გამარჯვება უწინასწარმეტყველა. თუმცა, როგორც CNN წერს, გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტების 55% ბაიდენს უჭერს მხარს, ტრამპს კი 14%-ით ნაკლები — გამოკითხულების 41%.

გამოცემის ინფორმაციით, ეს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან ყველაზე დიდი განსხვავებაა.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს ჩატარდება.