ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 14 ივნისს

კვირას ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 19, დღისით მაქსიმალური კი პლუს 33 გრადუსია ნავარაუდევი.
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს დედაქალაქში კვირას, 14 ივნისს მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მზე 05:25 საათზე ამოვა და 20:36 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 19, დღისით მაქსიმალური პლუს 33 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრი იქნება.