წვიმა, სეტყვა, წყალდიდობა – საქართველოში ამინდი კვლავ აირევა

დედაქალაქში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები ელჭექით, თუმცა დღისით ჰაერის ტემერატურა +34 გრადუსს მიაღწევს.
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. ამინდი მთელი საქართველოს ტერიტორიაზე კვლავ გაფუჭდება – უქმეებზე ქვეყანაში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, და სეტყვა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ამასთან, იქნება სიცხე – აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო დასავლეთ საქართველოში – 32 გრადუსამდე.

„12 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან 14 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 14 ივნისს

უხვი ნალექის გამო მთიან ზონებში შესაძლებელია მეწყრული პროცესები განვითარდეს.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ–ღვარცოფული პროცესების ჩასახვა–გააქტიურება აღინიშნოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

დედაქალაქში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები ელჭექით. თბილისში ტემპერატურა ღამით იქნება +18, ხოლო დღისით +34 გრადუსი. ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.