მთვარის კალენდარი: 11 ივნისი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.
Sputnik

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

11 ივნისი, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. კლებადი მთვარე მერწყულის ნიშანშია.

კარგი დღეა სამეცნიერო და ინტელექტუალური მუშაობისთვის, ასევე, საზოგადოებასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის, როგორიცაა, მაგალითად, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ასტროლოგია.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

შესანიშნავი დღეა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საქმე აქვთ ახალ ტექნოლოგიებთან, ელექტრობასთან, ელექტრონიკასთან, ასევე, გამომგონებლებისთვის, ვინც რაღაც უჩველო საქმიანობას ეწევა საზოგადოებისთვის.

კარგი დროა თანამოაზრეებთან ურთიერთობებისთვის, სიმპოზიუმების, კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარებისთვის.

არცთუ ხელსაყრელი დღეა ოფიციალურ ინსტანციებში მიმართვისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: თუ გსურთ, აიმაღლოთ ემოციური ფონი და განწყობა, ახალი ვარცხნილობის გაკეთება სწორედ რომ უპრიანი იქნება დღეს. ამ დღემ და ახალმა ვარცხნილობამ, შესაძლოა, ახალი ოცნებები და იმედები მოგიტანოთ.

განწყობა რომ არ გაგიფუჭდეთ, სჯობს, თმის შეღებვა სხვა დროისთვის გადადოთ.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივნისი>>

მებაღეობა: მთვარე მერწყულის ნიშანში უნაყოფო პერიოდია. დათესვა, დარგვა და გადარგვა დაბალ მოსავალ იძლევა. მცენარეებს უჭირთ გადარჩენა, მაგრამ თუ გადარჩნენ, მძლავრ ფესვსა და ღეროს იკეთებენ, აქვთ ლამაზი ყვავილები და ნაყოფი. 11 ივნისი არახელსაყრელ დღეა ხეების, ბუჩქებისა და ყვავილების დარგვისთვის, მორწყვისა და გასხვლისთვის.