მსოფლიო დღეს

სახლები ერთ ევროდ COVID-19-სგან სრულიად თავისუფალ ზონაში: იტალიამ გაყიდვები დაიწყო

კომუნა ჩინკუეფრონდიში, სადაც პანდემიის პერიოდში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, საცხოვრებელი სახლები ერთ ევროდ იყიდება.
Sputnik

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. იტალიურმა კომუნამ აამოქმედა პროგრამა, რომელიც კალაბრიის რეგიონში საცხოვრებელი სახლის ერთ ევროდ შეძენის საშუალებას იძლევა, იუწყება CNN Travel.

საუბარია კომუნა ჩინკუეფრონდიზე, სადაც პანდემიის პერიოდში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

კომუნის მერის თქმით, პროგრამის მიზანი, რომლის სახელწოდებაცაა „ოპერაცია სილამაზე“, არის ახალგაზრდობის დიდ ქალაქებში გადინების შეჩერება.

​ისინი, ვინც ჩინკუეფრონდიში სახლის შეძენას მოისურვებენ, ვალდებული იქნებიან, გაარემონტონ სახლი სამი წლის განმავლობაში. თუმცა რემონტის დაწყებამდე მყიდველმა უნდა გადაიხადოს სპეციალური მოსაკრებელი 250 ევროს ოდენობით.

იმ შემთხვევაში, თუ დადგენილ ვადაში სარემონტო სამუშაოები არ ჩატარდება, მფლობელი 20 ათასი ევროთი დაჯარიმდება.

გარდა ჩინკუეფრონდისა, საცხოვრებელი სახლების ერთ ევროდ შეძენა ასევე შესაძლებელია იტალიის სხვა დასახლებულ პუნქტებშიც: სამბუკაში, განჯიში, ოლოლაიში, ბივონასა და სხვა ადგილებში.  

აღინიშნება, რომ მას შემდეგ, რაც CNN Travel-მა ერთი წლის წინ სამბუკაში ერთ ევროდ გასაყიდი სახლების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, ამ იდეით სხვა დასახლებული პუნქტებიც დაინტერესდნენ. მალე ამ პატარა ქალაქების მერიებში ათასობით განაცხადი შევიდა. მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ ზოგმა საიტმა მუშაობაც კი შეწყვიტა.

ჩინკუეფონდიში გასაყიდი სახლების თაობაზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მისწეროთ ამ მისამართძე: https://www.comune.cinquefrondi.rc.it/contatti