გახარია: ინფიცირების ოთხი შემთხვევა, რომელთა წყაროც დაუდგენილია, არის დიდი რისკის შემცველი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შესახებ საუბრობს.
Sputnik
გახარია: ინფიცირების ოთხი შემთხვევა, რომელთა წყაროც დაუდგენილია, არის დიდი რისკის შემცველი
„11 ივნისის მდგომარეობით ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა გვაქვს. ეს, ერთი შეხედვით, არ არის ბევრი, თუმცა უკიდურესად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ექვსი ახალი შემთხვევიდან ოთხის წარმომავლობა დღეის მდგომარეობით არ არის ცნობილი. ამ ოთხი ინფიცირების შემთხვევიდან, რომლის წყაროსაც ჩვენ ვერ ვადგენთ, სამი გახლავთ თბილისში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გავხსენით ეკონომიკა, მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს ნაკლები შეზღუდვებით ვიცხოვროთ ყოველდღიურად, გავაგრძელოთ ჩვეული ეკონომიკური საქმიანობა, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს და არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ვირუსი დამარცხებულია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ინფიცირების ოთხი შემთხვევა, რომელთა წყაროც ამჟამად დაუდგენილია, არის დიდი რისკის შემცველი.