გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ონლაინ-რეჟიმში გაიმართება

„სიჩუმის მაესტრო“ გია ყანჩელი 2019 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. კომპოზიტორი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
Sputnik

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. 14 ივნისს, 12:00 საათზე ხელოვანთა კავშირი „კონცეპტ–არტი“ და საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი შემოდგომაზე გარდაცვლილი კომპოზიტორის გია ყანჩელის 80 წლის საიუბილეო კონცერტის ვიდეოჩანაწერს ონლაინ აჩვენებს.

„თამაშის დასასრული“ – რობერტ სტურუა სპექტაკლს გია ყანჩელის ხსოვნას მიუძღვნის

კონცერტში მონაწილეობენ: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი (დირიჟორი – ნიკოლოზ რაჭველი), გიორგი ცაგარელი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, მიხეილ ჯავახიშვილი, ზვიად მიჩილაშვილი, სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი, გორის ქალთა კამერული გუნდი, სპეციალური სტუმარი – ნინო ანანიაშვილი.

„სიჩუმის მაესტრო“ გია ყანჩელი 2019 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. კომპოზიტორი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

საშობაო კონცერტი ვენაში გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა

გია ყანჩელი მრავალი სიმფონიური და კამერული ნაწარმოების ავტორია. დაწერილი აქვს მუსიკა სპექტაკლებისთვის, ათეულობით კინოფილმისთვის, მათ შორის ისეთი პოპულარული ფილმებისთვის, როგორებიცაა „მიმინო", „შერეკილები", „არ დაიდარდო", „ქინ-ძა-ძა", „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" და სხვ. რობერტ სტურუასთან ერთად მუშაობდა სპექტაკლებზე „ხანუმა", „კავკასიური ცარცის წრე", „ჰამლეტი" და სხვ.

მაესტროს ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიმართა.