მსოფლიო დღეს

შეადგინეთ ერთობლივი სია და გახსენით საზღვრები: ევროკომისია ახალ რეკომენდაციებს გასცემს

ევროპულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შეზღუდვები უნდა მოიხსნას იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც წევრი ქვეყნები „ერთობლივად შეარჩევენ ობიექტური კრიტერიუმებისა და პრინციპების საფუძველზე“.
Sputnik

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, შეადგინონ იმ მესამე ქვეყნების ერთობლივი სია, რომელთა მოქალაქეებსაც უახლოეს მომავალში მათ ტერიტორიებზე შესვლაზე შეზღუდვები მოეხსნებათ, ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში. 

„იმისათვის, რომ ეფექტური გამოდგეს, ევროკავშირის გარე საზღვრებზე ქმედებები კოორდინირებული და ერთგვაროვანი უნდა იყოს... წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეადგინონ იმ არაწევრი ქვეყნების საერთო სია, რომლებისთვისაც მოგზაურობაზე შეზღუდვები შესაძლოა 1 ივლისიდან მოიხსნას“, — განმარტებულია რელიზში.

კომისია ასევე იძლევა რეკომენდაციას, რეგულარულად გადაიხედოს აღნიშნული სია.

როდის მოიხსნება შენგენის ზონაში მოგზაუროებაზე შეზღუდვა: თარიღი ცნობილია

ევროპულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შეზღუდვები უნდა მოიხსნას იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც წევრი ქვეყნები „ერთობლივად შეარჩევენ ობიექტური კრიტერიუმებისა და პრინციპების საფუძველზე“.

გარდა ამისა, გათვალისწინებული უნდა იყოს ვირუსის გავრცელების შეკავების უნარი, რისთვისაც მონაცემები „შესაბამისი წყაროებიდან“ უნდა იყოს მიღებული, მაგალითად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან.

ამასთან ერთად ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, მოიხსნას შენგენის ზონის ქვეყნებში შიდა სასაზღვრო კონტროლი 15 ივნისისთვის.   

საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (ჯამში 90 დღით 180 დღის მანძილზე) უფლება აქვთ. თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო ევროკავშირმა მესამე ქვეყნების მოგზაურებისთვის საზღვრები დროებით ჩაკეტა.