COVID-19 - ბოლო ცნობები

ერთ დღე-ღამეში აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 352 შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში თებერვლის ბოლოდან კორონავირუსით ავადობის 8 882 შემთხვევა დარეგისტრირდა, აქედან 4 930 გამოჯანმრთელდა, 108 პაციენტი გარდაიცვალა
Sputnik

თბილისი, 11 ივნისი - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 210 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გაეწერა კლინიკებიდან, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ექვსი ადამიანი, რომელთა ტესტიც კორონავირუსზე დადებითი იყო.

იმპორტირებული COVID-19: ქუთაისის კლინიკაში აზერბაიჯანის მოქალაქე მოათავსეს

აზერბაიჯანში თებერვლის ბოლოდან კორონავირუსით ავადობის 8 882 შემთხვევა დარეგისტრირდა, აქედან 4 930 გამოჯანმრთელდა, 108 პაციენტი გარდაიცვალა.

COVID-19-ით ინფიცირებული 3 844 პაციენტი საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს.

ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის გამოსავლენად 362 654 ტესტირება ჩატარდა.