მსოფლიო დღეს

დასჯის თუ არა ტრამპი მერკელს: თეთრ სახლში განცხადება კეთდება

აშშ-ის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ყოველთვის მხოლოდ შეერთებული შტატების ინტერესებში მოქმედებს.
Sputnik

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. დონალდ ტრამპი არ აპირებს გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის დასჯას ქვეყნიდან ამერიკული ჯარების გაყვანით, განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა კეილი მაკინანიმ. 

გერმანიამ ევროპას რუსული გაზის გამო უღალატა: ბრიტანელი პოლიტიკოსი ბრალს სდებს

ბრიფინგზე პრეს-მდივანს დაუსვეს კითხვა, ხომ არ აპირებს პრეზიდენტი ამგვარად „დასაჯოს“ კანცლერი მერკელი იმის გამო, რომ მან ივნისში დაგეგმილ G7-ის სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვა.

„[ტრამპი] არასდროს იღებს გადაწყვეტილებას მსოფლიოს ამა თუ იმ ლიდერის დასჯის თაობაზე. ის მოქმედებს მხოლოდ შეერთებული შტატების ინტერესებიდან გამომდინარე“, — უპასუხა კითხვას მაკინანიმ.

რაც შეეხება ჯარების გაყვანის გადაწყვეტილებას, პრეს-მდივანმა აღნიშნა, რომ მას ამ ფაქტის დადასტურება არ შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ მანამდე მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დონალდ ტრამპი აპირებს გაიყვანოს გერმანიიდან 9,5 ათასი ამერიკელი სამხედრო ქვეყანაში განთავსებული 35 ათასიდან. გერმანიის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონისგან ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღიათ, ამიტომ მასმედიის მონაცემების კომენტარისგან თავი შეიკავა.