პრეპარატ „ავიფავირის“ პირველი პარტია უკვე საავადმყოფოებშია

პრეპარატმა, რომელიც „ფავიპირავირის“ ბაზაზე დამზადდა და რომელიც ბლოკავს კორონავირუსის გამრავლების მექანიზმს, რუსეთში ეფექტურობა კლინიკური გამოცდისას დაადასტურა.
Sputnik

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა და კომპანია „ქიმრარის“ ჯგუფმა საავადმყოფოებში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატ „ავიფავირის“ პირველი პარტია შეიტანა, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

„პრეპარატის პირველი პარტიები მიიღეს მოსკოვის, ლენინგრადის, ნოვგოროდის, კიროვის, ნიჟეგოროდის, ასევე თათრეთის რესპუბლიკისა და ეკატერინბურგის ოლქების კლინიკებმა და ფარმაცევტულმა ორგანიზაციებმა. ივნისში რუსეთის საავადმყოფოებს გადაეცემა „ავიფავირის“ 60 ათასი კურსი. საჭიროების შემთხვევაში წარმოების მოცულობა შეიძლება გაიზარდოს წელიწადში ორ მილიონ კურსამდე“, — ნათქვამია განცხადებაში.

„ავიფავირი“ ერთ-ერთია მსოფლიოში ორი პრეპარატიდან, რომლებიც კორონავირუსის სამკურნალოდაა დარეგისტრირებული. 

რუსეთს შეუძლია ანტიკორონავირუსული პრეპარატის ექსპორტიორი გახდეს

პრეპარატმა, რომელიც „ფავიპირავირის“ ბაზაზე დამზადდა და რომელიც ბლოკავს კორონავირუსის გამრავლების მექანიზმს, ეფექტურობა კლინიკური გამოცდისას დაადასტურა.

ამ დროისათვის პრეპარატი თავისუფლად არ იყიდება, ის მხოლოდ სტაციონარებში მოთავსებული პაციენტებისთვისაა ხელმისაწვდომი.

როგორც პირდაპირი ინვესტიციების ფონდის გენერალურმა დირექტორმა კირილ დმიტრევმა განმარტა, გამომდინარე „ავიფავირზე“ მაღალი მოთხოვნიდან, ამ დროისათვის უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქვეყნის ყველა რეგიონში მიწოდებაზე. გარდა ამისა, პრეპარატზე მოთხოვნები მიღებულია კიდევ ათზე მეტი ქვეყნიდან.